სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/12.png

21 ივნისს, ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით ,,ბამბაზიის სამოთხე“ წარსდგება

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2024” მიმდინარეობს.

საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს. წლევანდელ ფესტივალს მოლდოვასა და ლიეტუვას თეატრები უერთდებიან.

21 ივნისს  იმერეთის თეატრალურ ფესტივაზე, ხარაგაულის თეატრი  პრემიერით ,,ბამბაზიის სამოთხე“  წარსდგება. 

სპექტაკლი აფხაზეთის ომის ტრაგედიას და ომით განადგურებული შვილმკვდარი დედების, ურთიერთგაგებას, ტკივილსა და მწუხარებას ეხება.

ირინე ჩხეიძე:

,,გადავწყვიტეთ შევხებოდით ამ  დიდ ტრაგედიას და რთულ თემას. ვნახოთ როგორ გავართმევთ თავს. ვღელავთ უჩვეულოდ  და ველოდებით შეხვედრას ჩვენს საყვარელ მაყურებელთან.  აღსანიშნავია, რომ ავტორმა , ნინო სადღობელაშვილმა ეს პიესა გვაჩუქა და მას მოუთმენლად ველოდებით პრემიერაზე.“

სპექტაკლის რეჟისორია, ირინე ჩხეიძე.

მხატვარი, გაიოზ შუბითიძე.

მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასილ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი.

სპექტაკლში გამოყენებულია ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორის, ანუშკა ჩხეიძის მუსიკა.

სპექტაკლი ხარაგაულელი მაყურებლისთვის , 24 ივნისს, 18 საათზე გაიმართება.

 

ნანახია: 371 - ჯერ