სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/zxcvZv.JPG

გედსამანიაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაობი ინტენსიურად მიმდინარეობს

გედსამანიაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაობი ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდილია სოფლის ცენტრალური გზა. ამჯერად სამუშაოები ჩადუნლების უბანში და სხვადასხვა ლოკაციებზე გრძელდება.

,,გედსამანია, ყველაზე აქტიურად ვითარდებოდა ამ  ბოლო წლებში. ეს ის სოფელია,  სადაც მიგრაცია არ შეინიშნება. სტიქიამ არ უნდა შეგვაშინოს, მაქსიმალურად ვცდილობთ გავატაროთ ყველა შესაბამისი ღონისძიება და სოფელი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. გაწმენდითი სამუშაოები სოფელში გრძელდება. ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება გადატანილია ჩადუნლების უბანზე, სადაც გზა ფაქტიურად გაუვალია. ამ ეტაპზე მთავარია გადაადგილება შესაძლებელი გახდეს. ჩვენ აუცილებლად შევისყიდით პროექტს, რომელიც ამ უბანში ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ზარალის ასანაზღაურებლად,  მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დავეხმარებით. ყველას  უნდა ჰქონდეს იმედი, რომ  ამ გაჭირვებაში არ მივატოვებთ.

გედსამანიას სჭირდება  საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრების და ხიდ-ბოგირების აღდგენა- შეკეთება,  რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.”

კობა ლურსმანაშვილი აქტიურ კომუნიკაციაშია სამხარეო ადმინისტრაციასთან, მთავრობის კანცელარიასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან  და შესაბამის სამინისტროებთან. როგორც მერი აცხადებს , დროული დახმარების მიღების მიზნით, მერია ყველა პროცედურას გადის, რომ მუნიციპალიტეტმა საჭირო და დროული ფინანსური დახმარება მიიღოს.

კობა ლურსმანაშვილი:

,, ვვარაუდობთ,  კარგი მუშაობის პირობებში,  ზაფხულის პერიოდი, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესაძლებლობას მოგვცემს.

წყალმოვარდნამ მართლაც დიდი ზიანი მიაყენა კერძო საკუთრებას, საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა - ნაგებობებს, ავტომობილებს, პირუტყვს, რომელიც ადიდებულმა  მდინარემ მოსახლოებას წაართვა. 

მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური ტექნიკა და ცენტრალურ მაგისტრალზე მომუშავე ჩინური კომპანია. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

ვცდილობთ, ყველა პრობლემა რაც შეიძლება მალე იყოს აღმოფხვრილი. მუნიციპალიტეტი და მისი სამსახურები მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს და ყველა ერთად ჩართულნი ვართ სამუშაო პროცესში.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, სახანძრო სამაშველო სამსახურის , როგორც ხარაგაულის, ისე იმერეთის განყოფილებას, რომელიც სტიქიის პირველივე წუთებიდან ჩვენს გვერდით იყო.“

 

სტიქია სოფელ გედსამანიაში, 11 ივნისის ღამეს მოხდა. მდინარე უხადურას ადიდებამ  სოფელში სტიქიური მოვლენები გამოიწვია.

წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ზარალი მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

ნანახია: 401 - ჯერ