სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfa_1.JPG

სოფელ ისლარში დაზიანებული გზის რეაბილიტაციისთვის მერიამ პროექტი შეისყიდა

სოფელ ისლარში ძლიერად მოვარდნილმა წყალმა გზის ნაწილი ჩაანგრია.

გზის რეაბილიტაციის მიზნით ხარაგაულის მერიამ პროექტის შესყიდვა უკვე განახორციელა.

120 ათას ლარიანი პროექტი, სოფელ ისლარში გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე საყრდენი კედლის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამუშაოების შესყიდვით მიზნით, მიმდინარეობს დაფინანსების წყაროების მოძიება.

ამ ეტაპზე , უსაფრთხოების მიზნით , დროებითი ღონისძიებები გატარდება და გზის ჩანგრეული ნაპირი, მიმდინარე კვირაში ქვა-ღორღის ბალასტით  შეივსება.

 

 

 

 

 

ნანახია: 384 - ჯერ