სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/banak.jpg

დღის საზაფხულო ბანაკი ,,მოსწავლე-ახალაგზრდობის სახლში“ დასრულდა

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში (დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე)  2 -დან 6 ივლისის ჩათვლით დღის ბანაკი მიმდინარეობდა.

ბანაკში მონაწილეობის სურვილი 45 - მა ხარაგაულელმა ახალგაზრდამ გამოხატა.

ბანაკის ყოველი დღე დატვირთული იყო, გასართობი და შემეცნებითი თამაშებით.

 რაც მთავარია, ყურადღება ეთმობოდა ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარების განვითარებას არაფორმალურ გარემოში.

ბანაკი 6 ივლისს საზეიმოდ დაიხურა, ღონისძიებაზე თითოეულმა გუნდმა თავისი პრეზენტაცია წარმოადგინა.

ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა სახლის ადმინისტრაციას, საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღეებისთვის.

ბანაკის მიმდინარეობისას მონაწილეები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით. ბანაკის კვების ნაწილი  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქუთაისის მოზარდთა სახლმა“ დააფინანსა.

 

ნანახია: 269 - ჯერ