პრემიერის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა. 2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება.
პრემიერის ინიციატივით საჯარო დაწესებულბებში სტაჟირების კონკურსი დღეს 2 აგვისტოს გამოცხადდა და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა 4 თვით განისაზღვრა.
ხარაგაულის მერიამ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ.გვერდზე (www.hr.gov.ge) ვაკანსიები (სტაჟირება) უკვე გამოაქვეყნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში 2024 წელს მისაღებ სტაჟიორთა რიცხოვნობა 4 (ოთხი) ერთეულით განისაზღვრა, სტაჟიორის შრომის ანაზღაურება დადგინდა 399 ლარის ოდენობით თვეში.
სტაჟირება გამოცხადდა: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (1 ადგილი), ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში (1 ადგილი), ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში (1 ადგილი) და ადმინისტრაციულ სამსახურში (1 ადგილი) .
საქრთველოს მთავრობის დადგენილება