თათბირს მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერმა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად დეტალურად განიხილა, სოფლებში არსებული საჭიროებები და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების მდგომარეობა.
როგორც ხარაგაულის მერმა, თათბირზე განაცხადა მთავრობის განკარგულებით, მოქალაქეთა ჩართულობის , განვითარების და ხელშეწყობის მიზნით , საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეგიონებზე 20 მილიონი ლარი გადანაწილდა, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე 222 ათას 610 ლარი.
კობა ლურსმანაშვილი:
ჩვენ გვქონდა მომართვიანობა მოსახლეობიდან სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, ეს თანხები სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.
ეს არის სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება, ხიდ - ბოგირების შეკეთება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
დაფინანსდა ის წინადადებები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, პროექტების განხორციელება მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად მოხდება.
აღნიშნული თანხიდან
100 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება
60 ათასი ლარი - ახალი ტროტუარების გაკეთებას ( სოლომონ მეფის ქუჩაზე, უნივერმაღიდან კინოთეატრამდე )
40 ათასი ლარი - ხიდ - ბოგირების მშენებლობას
22 ათას 610 ლარი - სასმელი წყლის უზურნველყოფას
მერის თათბირს, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახა გოლუბიანი და მერის მრჩევლები ესწრებოდნენ.