30 სექტემბერს, ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მერვე ეროვნული კონკურსის ფინალური ტურში მიიღეს მონაწილეობა, სადაც წარმატებით წარსდგნენ ჟიურის წინაშე და საპრიზო ადგილებიც დაიმსახურეს.
ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საგალობლების წრე ( ხელმძღვანელი თორნიკე ბაკურაძე) ვერცხლის მედალი.
ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ბორის საჯარო სკოლა პანსიონთან არსებული ხალხური სიმღერებისა და საკრავების წრე, ხელმძღვანელი რეზო შარიქაძე- პირველი ხარისხის დიპლომი.
დაჯილდოვება და გალა კონცერტი მოგვიანებით ქალაქ თბილისში გაიმართება.
ვულოცავთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს, ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს ამ წარმატებას.