სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/462148856_8451777994875290_2310436560152831397_n.jpg

ანსამბლი ,,ხარაგაული,, - ფესტივალის ,,სულიკო 2024' -ის მეორე ადგილის მფლობელი გახდა

ზესტაფონში, ცხრაწყაროს ისტორიულ თეატრონზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული - "სულიკო 2024"  გაიმართა. ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის 150 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სოფელი ცხრაწყარო, ტრადიციული ფესტივალის -   "სულიკო" - ს მასპინძელი იყო. ანსამბლი ,,ხარაგაული“ სახალხო ზეიმში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალურ ანსამბლებთან და ინდივიდუალური შემსრულებლებთან ერთად იღებდა.

ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით , "სულიკო 2024" - ის გრანპრი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გუნდმა მოიპოვა.

ფესტივალის სამი საპრიზო ადგილი კი ასე გადანაწილდა:

პირველი ადგილი - "ზესტაფონი"

( ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი)

მეორე ადგილი - ანსამბლი "ხარაგაული"

( ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

მესამე ადგილი - ანსამბლი  "მასპინძელო"

( თერჯოლის მუნიციპალიტეტი)

გამარჯვებულ მონაწილეებს ფესტივალზე დაწესებული  ფულადი ჯილდო, სიგელები და ფასიანი საჩუქრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ლევან კიკნაველიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა გადასცეს.

ღონისძიებას ზესტაფონში სტუმრად  მყოფი  დამეგობრებული ქალაქების - (ტჩევი - პოლონეთი, ტაურაგე  - ლიეტუვა)  დელეგაციის წევრებიც  ესწრებოდნენ.

გამორჩეულ სახალხო დღესასწაულს საფუძველი 80 - იან წლებში ჩაეყარა. მას შემდეგ, ცხრაწყაროს იმერულ ეზოში, "სულიკოს" დასამღერებლად ყოველ წელს იკრიბებოდნენ მუსიკალური კოლექტივები, რამაც "ვარინკობა" სახალხო დღესასწაულად აქცია.

ნანახია: 732 - ჯერ