სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/fgnn_4.JPG

 სოფელ ჩხერის დასაწყისში არსებული ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის განხორციელებით, სოფლის მაცხოვრებლებისთვის, გადაადგილების სერიოზული პრობლემა მოგვარდა და მგზავრობა კომფორტული გახდა.

ჩხერში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამით არ დასრულებულა. ხარაგაულის მერიამ ასევე შეისყიდა პროექტი, რომელიც სოფელ ჩხერის ცენტრიდან , სოფლის ბოლომდე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელება  მომავალი კალენდარული წლის განმავლობაში არის დაგეგმილი.

2024 წელს  ხარაგაულის მერიამ   6051271  ლარის ღირებულების 28  ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.

უნდა აღინიშნოს რომ კომპანიებთან წარმოებული სწორი და ეფექტური მენეჯმენტის შედეგად, დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც 2025 წელს უნდა განხორციელებულიყო წინსწრებით შესრულდა.

საერთო ჯამში, ხარაგაულის მერიამ  9 მილიონი ლარის სამუშაოები განახორციელა.

თვალიგვადევნე,  თუ გაინტერესებს რა გაკეთდა შენ სოფელში.

თქვენ შეგიძლიათ, ინფორმაციას  თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით, მერიის ოფიციალურ გვერდზე გაეცნოთ.

 

ნანახია: 481 - ჯერ