ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 36 წარჩინებულ მოსწავლეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადაეცა.
ახალგაზრდებისთვის, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოეწყო.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ და საჩხერე- ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, ნანა ცხვედაძემ, ახალგაზრდებს, კომპიუტერები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" წლებია წარმატებით ხორციელდება. კომპიუტერები გადაეცემათ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომელთაც საბაზო საფეხური ( VII -VIII- IX კლასები) წარჩინებით დაძლიეს.
მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა - სწავლების მეთოდების გაძლიერებას.
მარინა ვეფხვაძე:
,, დღეს განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან 36 ხარაგაულელმა მოსწავლემ საჩუქრად პორტატული კომპიუტერი მიიღო. ჩვენს ხელისუფლებას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მრავალი პროგრამა აქვს. მათ შორის, გამორჩეულია ეს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა წახალისებას. "
პორტატული კომპიუტერები გადაეცათ:
- ნიკოლოზ ბარათელი - N2 საჯარო სკოლა
- ბაქარ ზვიადაძე - N2 საჯარო სკოლა
- ლუკა ზუმბაძე - N2 საჯარო სკოლა
- თეკლა ნანიტაშვილი - N2 საჯარო სკოლა
- თინათინ შავიძე - N2 საჯარო სკოლა
- დავით ჭიპაშვილი - N2 საჯარო სკოლა
- რატი დევდარიანი - N3 საჯარო სკოლა
- ლიზი კურტანიძე - N3 საჯარო სკოლა
- ნიკოლოზ ფცქიალაძე - N3 საჯარო სკოლა
- ქრისტინე ორთოიძე - N3 საჯარო სკოლა
- საბა თაბუკაშვილი - N3 საჯარო სკოლა
- მარიამ ლურსმანაშვილი - N3 საჯარო სკოლა
- დავით ტაბატაძე - საღანძილის საჯარო სკოლა
- ლიკა ყიფიანი - მარელისის საჯარო სკოლა
- ლალი ტაბატაძე - მარელისის საჯარო სკოლა
- საბა ფცქიალაძე -მარელისის საჯარო სკოლა
- მარი არევაძე - ვახანის საჯარო სკოლა
- დავით ფერაძე - ვახანის საჯარო სკოლა
- საბა ღონღაძე - ვახანის საჯარო სკოლა
- შოთა შარიქაძე - ლეღვანის საჯარო სკოლა
- ლუკა ჯამაგიძე - მოლითის საჯარო სკოლა
- საბა ცუცქირიძე - მოლითის საჯარო სკოლა
- ანა ზვიადაძე - კიცხის საჯარო სკოლა
- მარიამ ბერაძე - ხიდრის საჯარო სკოლა
- მარიამ ბერაძე - ხიდრის საჯარო სკოლა
- თამარ ბერაძე - ხიდრის საჯარო სკოლა
- ნათია კვინიკაძე - ლაშის საჯარო სკოლა
- ნია თხელიძე - ლაშის საჯარო სკოლა
- ლუკა კურტანიძე - ღორეშის საჯარო სკოლა
- თორნიკე ზუმბაძე - ბორითის საჯარო სკოლა
- მარიამ ბლიაძე - ბორითის საჯარო სკოლა
- ტარიელ ლურსმანაშვილი -ბორითის საჯარო სკოლა
- გიორგი სახვაძე - უბისის საჯარო სკოლა
- ლიზი წიქარიშვილი - ვაშლევის საჯარო სკოლა
- ელენე თხელიძე - ვაშლევის საჯარო სკოლა
- ნინო გოგსაძე - ვარძიის საჯარო სკოლა