ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 იანვრის ბიუროს
მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
მომხს: აკაკი ლურსმანაშვილი
2. შესყიდვების გეგმის შესაბამისად 2024 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ
ანგარიშის განხილვა
მომხს: ზურაბ იჩქიტიძე
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე
4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ36.03.37.501) შპს
,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალისთვის
საქართველოში“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობის უფლებით,
სასყიდლით 2025 წლის 30 ივნისამდე გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის
დადგენის შესახებ
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
5. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების
შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს #25
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: დავით კიკნაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
6. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების
შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ივნისის N 19
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: დავით კინაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
7. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს
აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: დავით კიკნაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ბიუროზე წარდგენილ საკითხებს საკრებულოს წევრები , 3 თებერვალს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.