28 აპრილს თამაზ კიკნაძის 90 წლისადმის მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
,,კაცი რომელიც დააკლდა ხარაგაულს" - ამ სახელწოდებით გაიმართება საიუბილეო საღამო, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობი და დაუვიწყარი შემოქმედის, თამაზ კიკნაძის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.
28 აპრილს ხარაგაულის საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს ხარაგაულის კულტურის დიდ მოამაგეს, ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის რეჟისორსა და მსახიობს , ქართული სიმღერების უბადლო შემსრულებელს,ლოტბარსა და დეკლამატორს - თამაზ კიკნაძეს.
საიუბილეო საღამოზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით იმართება.