სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ess_1.jpg

ჰამლეტ ბერაძე , ხარაგაულის მერის მრჩევლად დაინიშნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, საკადრო ცვლილებები განხორციელდა

მერის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა ჰამლეტ ბერაძე, რომელიც ამ დრომდე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ხელმძღვანელობდა. ჰამლეტ ბერაძე საქმიანობას კულტურის მიმართულებით მერის მრჩევლის რანგში გააგრძელებს.

ჰამლეტ ბერაძე 2005 - 2019 წლამდე ბორის სკოლა პანსიონის დირექტორად მუშაობდა, 2022 წლიდან - 2025 წლამდე ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორის პოზიციაზე. 

ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც დღემდე მერის მრჩევლის პოზიციას იკავებდა  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხელმძღვანელის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. 

ცვლილებები ორიენტირებულია რესურსების სწორ გადანაწილებაზე, ეფექტიან მენეჯმენტზე და იმ შედეგებზე, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.

ნანახია: 410 - ჯერ