ხარაგაულის კინოთეატრში, ანსამბლ "ხარაგაულის" სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლი, რომელიც ოთხი წლის წინ დაარსდა, საზოგადოებას მრავალფეროვან ქალაქურ სიმღერებს სთავაზობს.
კონცერტი მიზნად ისახავდა ანსამბლის შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას. ანსამბლის ხელმძღვანელი, მადონა გაფრინდაშვილი, წლებია ემსახურება ქართული ქალაქური სიმღერის პოპულარიზაციას, ხოლო მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა არაერთი წარმატება მოიპოვა როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონცერტის წამყვანი გახლდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე.