სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ii.jpg

ხარაგაულის კინოთეატრში სასკოლო ლიგის ფინალური იუმორისტული ფესტივალი გაიმართა

ხარაგაულის კინოთეატრში სასკოლო ლიგის ფინალური იუმორისტული ფესტივალი გაიმართა
ხარაგაულის კინოთეატრმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის (მ.ს.კ) სასკოლო ლიგის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. იუმორისტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 9 სკოლამ მიიღო, რომლებიც მაყურებლის წინაშე ორიგინალური მისალმების ნომრებით წარდგნენ.
ღონისძიებას ესწრებოდა ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელიც ახალგაზრდულ ინიციატივებს და კულტურულ ცხოვრებას აქტიურად უწევს ხელშეწყობას.
ფესტივალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ა(ა)იპ „კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, ბატონი მამუკა ჭიპაშვილის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება მონაწილეთა მაღალი ჩართულობით და გულშემატკივართა მხარდაჭერით ჩატარდა. იუმორისტული გუნდები სხვადასხვა ნომინაციაში პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ:
საუკეთესო დებიუტი – ნინო და მარიამ ჭიპაშვილები
სეზონის საუკეთესო იუმორისტი ბიჭი – რატი დევდარიანი
წარმატებული დებიუტი – ლეღვნის საჯარო სკოლის გუნდი
ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის – ბორის სკოლა-პანსიონის, მოლითის და ვარძიის საჯარო სკოლების გუნდები
საუკეთესო სამსახიობო მონაცემებისთვის – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სკოლის გუნდი
მაყურებლის სიმპათია – საღანძილის საჯარო სკოლის გუნდი
ჟიურის სიმპათია – მეორე საჯარო სკოლისა და კიცხის საჯარო სკოლის იუმორისტული გუნდები
ჟიურის და მაყურებლის სიმპათია – მესამე საჯარო სკოლის გუნდი
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მამუკა ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ვარლამ ჭიპაშვილი, მარინა ვეფხვაძე,ნიკოლოზ მაჭავარიანი, გივი კურტანიძე და გიორგი ჭიპაშვილი.
იუმორისტული საღამო თეა ბერიძეს და ბექა ხიჯაკაძეს მიჰყავდა.
ღონისძიება ახალგაზრდული ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული“ – ფარგლებში ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი გახლდათ, ახალგაზრდებში, შემოქმედებითი თვითგამოხატვის და აქტიური ცხოვრების წესის დანერგვა.
ნანახია: 155 - ჯერ