ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა 2025 წლის 19 მაისს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.
დასამტკიცებლად და განსახილველად წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:
ანგარიში ა(ა)იპ „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ საქმიანობაზე.
მომხსენებელი: ნათია მესხი — ცენტრის მთავარი ბუღალტერი.
ანგარიშში წარმოდგენილი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები და აქტივობები, მათ შორის კულტურული ღონისძიებები და შიდა ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მცდელობები.
ანგარიში ა(ა)იპ „სპორტის ცენტრის“ საქმიანობაზე.
მომხსენებელი: რევაზი შერგელაშვილი — სპორტის ცენტრის ხელმძღვანელი.
წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ჩატარებული სპორტული ღონისძიებების, ჩართულობის მაჩვენებლებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ცვლილება სოციალური დახმარების გაცემის წესში.
მომხსენებელი: ნანა კიკნაძე — მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.
საკითხი შეეხებოდა 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლის მიზანია სოციალური დახმარების გაცემის წესის დახვეწა და საჭიროების მქონე პირებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
საკითხი განსახილველად — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა:
მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი — მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი.
საკითხი ეხებოდა დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15-ში, ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მდებარე ორი ოთახის (9.26 კვ.მ და 22.40 კვ.მ, საერთო ფართით 31.66 კვ.მ) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოსათვის“ სარგებლობაში გადაცემას.
ბიუროს წევრებმა თითოეულ საკითხზე გამოთქვეს რეკომენდაციები და დასვეს შესაბამისი კითხვები.