სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asfasfasfasfasfsafsafdasdsadasdad.jpg

ხარაგაულის მერიამ 2024 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული იდეების პროექტები შეისყიდა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ იდეის ავტორებს გამარჯვებული პროექტების შესყიდული და დაზუსტებული ვერსიები წარუდგინეს.

 შეხვედრისას მხარეებმა ხედვები შეაჯერეს. იდეების ავტორებმა წარმოდგენილი ვერსიები დადებითად შეაფასეს

ვარლამ ჭიპაშვილი:

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა, რადგან ეს არის პროექტი, რომელიც მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას ეფუძნება.

ჩვენ ვაფასებთ მათ ინტერესსა და თანამონაწილეობას. მონაწილეობითი ბიუჯეტი ჩვენთვის არ არის უბრალოდ პროცედურა – ეს არის ხალხთან დიალოგი, მათი აზრის გათვალისწინება და რეალურად შესრულება.“

2024 წლის მონაწილეობის ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტებია:

 სოფელ საღანძილეში — საბავშვო სკვერის მოწყობა

 სოფელ ბორითში — ახალგაზრდული სკვერის მოწყობა

 სოფელ ვახანში — საჭიდაო მოედნის გადახურვა

ვარძიაში — გარე განათების ქსელის მოწყობა

 სოფელ ღორეშაში — საბავშვო სკვერის მოწყობა

 სოფელ სარგვეშში — წყაროს რეაბილიტაცია

 სოფელ ზვარეში — სპორტული მოედნის მოწყობა

ხარაგაულის მერია მონაწილეობოთი ბიუჯეტის, თითოეულ ეტაპზე უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ჩართულობას – იდეიდან რეალურ შედეგამდე.

 

 

 

ნანახია: 38 - ჯერ