სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/540473670_741640335360162_2417001401041760640_n.jpg

ხარაგაულში სტიქიის ზონაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულში, მდინარე ყარნებას ხეობაში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი დაგუბებების აღმოფხვრისა და მდინარის კალაპოტის გახსნის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი გაეცნო. მისი თქმით, პროცესის მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის დადაბლება. მიწის მასა ისე ნაწილდება, რომ წყლის დონის მომატებისას თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკების წარმოქმნა. რკინიგზის დეპარტამენტმა უკვე გაწმინდა მდინარე ყარნებას კალაპოტი, ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა. ამასთან, ტერიტორიაზე სამაშველო სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, პროცესში აქტიურად არიან ჩართული საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყებას,“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
დამეწყრილ ზონაში სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება, რათა რისკების მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და უზრუნველყოფილი იქნას მოსახლეობის უსაფრთხოება.
ნანახია: 50 - ჯერ