სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ss_2.jpg

სოფელ ვახანში 2 - კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ვახანში 2-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ვახანში, ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი  2-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.  პროექტის ღირებულება 620 000 ლარს შეადგენს.

პროექტი გარდამავალი იყო მომავალი წლის სამუშაოები წისწრებით შესრულდა. რეაბილიტირებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს , როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ისე ვიზიტორების გადაადგილებას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 6 652 643 ლარი მიიღო, რომელიც სრულად გზების რეაბილიტაციისკენ მიიმართა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში უკვე 46 ინფრასტრუქტურული პროექტია დასრულებული.

ნანახია: 168 - ჯერ