სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/920daee15ea9763ad0e5be07387a32d5e674da9a.jpg

საჯარო ინფორმაცია –ლეღვანისა და საღანძილის საკადასტრო რუკები  გამოქვეყნდა

საქართველოს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ:

ლეღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში (სარეგისტრაციო სექტორი №15)

 

საღანძილეს ადმინისტრაციულ ერთეულში (სარეგისტრაციო სექტორი №14)

 

დასრულებულია მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები, მომზადებულია:

საკადასტრო რუკები, მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლების მქონე პირების სია, მოსარგებლეთა მონაცემები, სარეგისტრაციო ბლოკების გეგმები, სამუშაოების დაწყების და დასრულების თარიღები. ეს ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნებულია.

სად შეძლებთ მონაცემების ნახვას?

 

საკადასტრო რუკები და შესაბამისი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია:

ონლაინ: საჯარო რეესტრის ვებგვერდზე – www.napr.gov.ge

სისტემური რეგისტრაციის პორტალზე – slr.napr.gov.ge

 

ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ლეღვანისა და საღანძილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ადმინისტრაციული შენობებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) , იუსტიციის სახლში / საჯარო რეესტრის ფილიალში

 

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე?

 

თუ თქვენ: ხართ მიწის მესაკუთრე, ან გაქვთ მიწის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება,

ან იყენებთ მიწას როგორც მოსარგებლე, მოგიწოდებთ გადაამოწმოთ თქვენზე მითითებული მონაცემები.

  1. ნახეთ თქვენი ნაკვეთი რუკაზე, გამოცემიდან 1 თვის განმავლობაში:

მოძებნეთ თქვენი მიწის ნაკვეთი გამოქვეყნებულ რუკაზე

გადაამოწმეთ: საზღვრები; ფართობი ; მესაკუთრეზე/მოიხმარებელზე მითითებული ინფორმაცია; დაინტერესებულ პირთა სია

 

  1. თუ მონაცემები შეცდომითაა – მიმართეთ საჯარო რეესტრს 1 თვის ვადაში, მოქალაქეს აქვს ერთჯერადი უფლება, მოითხოვოს: კონკრეტული საკადასტრო შედეგის გადამოწმება . მოთხოვნა უნდა წარადგინოთ: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ან იუსტიციის სახლში. მოთხოვნისთვის დაგჭირდებათ: პირადობის მოწმობა, პრობლემის განმარტება (საზღვარი, ფართობი, მესაკუთრის მონაცემი და ა.შ.) სურვილისამებრ: დამატებითი დამადასტურებელი დოკუმენტაცია

 

  1. 1 თვიანი ვადის შემდეგ მონაცემები დადგინდება რუკის მიხედვით

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა, როცა უკვე მიმდინარეობს მოქალაქის მიმართვის საფუძველზე მონაცემების გადამოწმება.

 

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.

იხილეთ დამატებითი მასალები

დამატებითი ინფორმაცია, თუ გაქვთ შეკითხვა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

საჯარო რეესტრის ცხელი ხაზი – 2 405 405

 

ნანახია: 32 - ჯერ