სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/692069774_942955321895328_7624503799664812459_n.jpg

საუკუნის პროექტი - ახალი სიცოცხლე ჩხერიმელას ხეობისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი მოლითი–წიფა–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. გზა უკვე მოასფალტებულია სოფელ წიფამდე, ხოლო სამუშაოები გრძელდება ფონა–ჩუმათელეთის მიმართულებით.
გზის დარჩენილ მონაკვეთზე მოსამზადებელი და საფუძვლის მოწყობის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და მონაკვეთი ეტაპობრივად მზადდება ასფალტის საფარის დასაგებად.
განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას, გაზრდის ხელმისაწვდომობას და განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
მერის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები არა მხოლოდ გადაადგილების გამარტივებას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლების სიცოცხლისუნარიანობაზე, ეკონომიკურ აქტივობასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
50-კილომეტრიანი პროექტის პირველი ეტაპი — ძირულა–მოლითის 25-კილომეტრიანი მონაკვეთი — უკვე დასრულებულია .
პროექტის მეორე ეტაპზე — მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის მიმართულებით, 25-კილომეტრიანი მონაკვეთიდან დაახლოებით 20 კმ-ზე ასფალტის საფარი უკვე მოწყობილია. შედეგად, პროექტის ფარგლებში ჯამში 45 კილომეტრამდე გზა უკვე მოასფალტებულია, ხოლო სამუშაოები საბოლოო მონაკვეთამდე აქტიურად გრძელდება.
სამუშაო პროცესს მერთან ერთად გაეცნენ მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კომისიის თავმჯდომარე ბესიკ კვირიკაშვილი, მერის წარმომადგენელი მაია გაჩეჩილაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი , ბესიკ ტალახაძე.
ნანახია: 6 - ჯერ