სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/fasdasdasd.jpg

სოფელ ბაბში გზის მობეტონების სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბაბში, გზის მობეტონების პროექტის ფარგლებში სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ზურა ტაბატაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ტალახაძესთან და საკრებულოს წევრ სპარტაკ ლაცაბიძესთან ერთად.

გარდამავალი პროექტის ფარგლებში, სოფელ ბაბში გზის 1 100 მეტრიანი მონაკვეთი ეტაპობრივად მობეტონდება. პროექტის საერთო ღირებულება 288 000 ლარს შეადგენს, 2026 წლისთვის გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება კი 100 000 ლარია.

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად გრძელდება შესრულებული სამუშაოების მონიტორინგიც. 39 პროექტიდან ამ ეტაპზე 34 უკვე დასრულებულია, სამუშაოები კი კიდევ 4 პროექტზე მიმდინარეობს.

 

ნანახია: 14 - ჯერ