სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ba_ner_1.jpg

„მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში შემოსულ საპროექტო წინადადებებზე ხმის მიცემის ეტაპი იწყება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში შემოსულ საპროექტო წინადადებებზე ხმის მიცემის ეტაპი იწყება.

პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებისგან 26 საპროექტო წინადადება შევიდა, შეფასების ეტაპის გავლის შემდეგ, ხმის მიცემის ეტაპზე 15 საპროექტო წინადადება გადავიდა.

ახლა უკვე არჩევანი მოქალაქეების ხელშია — სწორედ მათი მხარდაჭერა განსაზღვრავს, რომელი იდეები დაფინანსდება და განხორციელდება მუნიციპალიტეტში.

ხმის მიცემის ეტაპზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირება თითოეულ მოქალაქეს შეუძლია.

პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით ხორციელდება. მიმდინარე წელს „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამისთვის 300 000 ლარი გამოიყო.

თქვენთვის სასურველი პროექტისთვის, საჯაროდ ხმის მიცემა უკვე შეგიძლიათ ხმის მიცემის ბმულზე გადასვლის საშუალებით. https://kharagauli-vote.rerodev.com

წარმოგიდგენთ 15 იდეას, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამუშაო ჯგუფის მიერ შეფასებისა და შერჩევის ეტაპი:

  1. სოფელ საქასრიაში - საბავშვო სპორტულ - გამაჯანსაღებელი სკვერის მოწყობა - იდეის ავტორი ანა ლურსმანაშვილი;
  2. სოფელი წყალაფორეთი - დახურული სპორტული მოედანი სამაგიდო თამაშებისთვის - იდეის ავტორი ანა ნიქაბაძე;
  3. სოფელი ვახანი - ელაზნაურის ეკლესიის და სასაფლაოს შემოღობვა - იდეის ავტორი - ლაშა ღონღაძე;
  4. დაბა ხარაგაული - ცენტრალურ პარკში გასართობი სივრცეების მოწყობა - იდეის ავტორი დიმიტრი ჩიკვაიძე;
  5. სოფელი კიცხი- კიცხის საჯარო სკოლასთან მდებარე წყაროს გაწმენდა და რეაბილიტაცია - იდეის ავტორი - ელისო არჯევანიძე;
  6. სოფელი საღანძილე - კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობა - იდეის ავტორი ირაკლი კიკნაძე;
  7. სოფელი ზვარე - მინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება - იდეის ავტორი ირმა გერლიანი;
  8. სოფელი მოლითი - მინი მოედანი - იდეის ავტორი ჯიმშერ ცუცქირიძე;
  9. სოფელი ფარცხნალი - სტადიონის მშენებლობა -იდეის ავტორი რუსუდან გოგოლაძე;
  10. სოფელი გრიგალათი - სკვერის მოწყობა - იდეის ავტორი ია მახათაძე ;
  11. სოფელი ღორეშა - ვაჟას ხეივნის რეაბილიტაცია - იდეის ავტორი თეიმურაზ კუპრაძე;
  12. სოფელი ბორითი - არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია - იდეის ავტორი ლევან დონაძე;
  13. სოფელი მაქათუბანი - გარე განათების მოწყობა - იდეის ავტორი ნანა პაქსაშვილი;
  14. სოფელი ხენევი - სასაფლაოს მოწესრიგება - იდეის ავტორი მამუკა ლომიძე;
  15. სოფელი გედსამანია - სპორტულ გამაჯანსაღებელი სკვერი - იდეის ავტორი იური ჩადუნელი;

ხმის მისაცემად გაიარეთ რეგისტრაცია:

 მიუთითეთ სახელი და გვარი

შეიყვანეთ პირადი ნომერი

 მიუთითეთ მობილური ტელეფონის ნომერი

 აირჩიეთ მუნიციპალიტეტი, რომელშიც ცხოვრობთ

მონიშნეთ, რომ მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს

 დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“

მობილურ ნომერზე მიღებული SMS კოდი შეიყვანეთ შესაბამის ველში.

ამის შემდეგ გამოჩნდება პროექტების ჩამონათვალი. პროექტის აღწერის სანახავად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს. შეგიძლიათ აირჩიოთ მაქსიმუმ 3 პროექტი. მონიშნეთ სასურველი პროექტები და დაადასტურეთ არჩევანი.

ხმის მიღების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება: „თქვენი ხმა მიღებულია“.

ხმის მიცემის პროცესი 11 ოქტომბერს დასრულდება. გამოვლინდება 10 გამარჯვებული პროექტი.

ჩვენ პერიოდულად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ.

 

ნანახია: 14 - ჯერ