ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული მონაწილეობითი ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა.
მონაწილეობითი ბიუჯეტის სამუშაო ჯგუფმა , მერის პირველი მოადგილის ვარლამ ჭიპაშვილის ხელმძღვანელობით, ხმის მიცემის შედეგები შეაჯამა. კონკურსში 10 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. სულ 6 330 ხმა შემოვიდა.
გამარჯვებული პროექტებია :
არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია , ავტორი, ლევან დონაძე, სოფელი ბორითი - 839 ხმა
საბავშვო სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკვერის მოწყობა , ავტორი; ანა ლურსმანაშვილი , სოფელი საქასრია - 752 ხმა
გარე განათების მოწყობა , ავტორი , ნანა პაქსაშვილი , სოფელი მაქათუბანი - 752 ხმა
სასაფლაოს მოწესრიგება , ავტორი , მამუკა ლომიძე , სოფელი ხუნევი - 440 ხმა
დახურული სპორტული მოედანი სამაგიდო თამაშებისთვის , ავტორი, ანა ნიქაბაძე , სოფელი წყალაფორეთი - 426 ხმა
სტადიონის მშენებლობა , ავტორი, რუსუდან გოგოლაძე , სოფელი ფარცხნალი - 387 ხმა
ვაჟას ხეივნის რეაბილიტაცია , ავტორი, თეიმურაზ კუპრაძე , სოფელი ღორეშა - 370 ხმა
ელაზნაურის ეკლესიის და სასაფლაოს შემოღობვა , ავტორი , ლაშა ღონღაძე , სოფელი ვახანი - 367 ხმა
მინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება , ავტორი, ირმა გერლიანი , სოფელი ზვარე - 358 ხმა
სკვერის მოწყობა , ავტორი, ია მახათაძე , სოფელი გრიგალათი - 332 ხმა
კონკურსში მონაწილე დანარჩენ პროეტებზე ხმები ასე გადანაწილდა:
კიცხის საჯარო სკოლასთან მდებარე წყაროს გაწმენდა და რეაბილიტაცია , ავტორი, ელისო არჯევანიძე , სოფელი კიცხი - 318 ხმა
კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობა , ავტორი, ირაკლი კიკნაძე , სოფელი საღანძილე - 299 ხმა
სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკვერი , ავტორი, იური ჩადუნელი , სოფელი გედსამანია - 295 ხმა
მინი მოედანი , ავტორი, ჯიმშერ ცუცქირიძე , სოფელი მოლითი - 213 ხმა
ცენტრალურ პარკში გასართობი სივრცეების მოწყობა , ავტორი, დიმიტრი ჩიკვაიძე , დაბა ხარაგაული- 182 ხმა
ხარაგაულის მერია ულოცავს თითოეული პროექტის ავტორს და დაინტერესებულ მოქალაქეს მისთვის სასურველი იდეის გამარჯვებას.
წელს აქტივობის კვლავ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით, როგორც იდეის ავტორებს , ასევე მათ მხარდამჭერებს.