ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის (დირექტორი ვალერი გოგნაძე) გუნდმა, თბილისში, ინტელექტკლუბის მიერ ჩატარებულ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ გასული სასწავლო წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით გაიმართა ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?". სწორედ ამ ტურში გამოვლინდა გამარჯვებული - მეორე საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც მონაწილება მიიღო საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსში.
ინტელექტუალურ თამაშში სულ 77 გუნდი მონაწილეობდა. ხარაგაულის გუნდმა, რომელიც 8 მოსწავლისგან შედგებოდა, საქართველოს მასშტაბით მეცხრე, ხოლო იმერეთის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა.
ინტელექტუალურ თამაშში ხარაგაულის გუნდის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.