სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sxfhjncghn.jpg

ხევის საზოგადოებრივ სახლში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხევის საზოგადოებრივ სახლში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ექსპერტი გია აბაშიძე უძღვებოდა.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის , მათ შორის, უვიზო რეჟიმით არამართლზომიერად სარგებლობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შემდეგ დაგეგმა.

საინფორმაციო კამპანიის მთავარი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის პროცედურის ბოროტად გამოყენების შესაძლო შედეგების შესახებ.

ნანახია: 5787 - ჯერ