სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/_DSC0008.JPG

მონაცემები და ანალიზი ხარაგაულში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის

,,შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“ - ასეთი არის წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მოწოდება, რომლის ფარგლებში მთელ მსოფლოში 16 აქტიური დღე უკვე 25 წელია აღინიშნება .

კამპანიის ფარგლებში ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის  საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად, იმ ა(ა)იპების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრობას ემსახურებიან. ესენია - ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“, „შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა“, ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი“ და „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.“

ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს ვთხოვეთ ანგარიშში ეჩვენებინათ როგორია ბავშვების ჩართულობა და წრეების მიხედვით დაგვენახა გენდერული ბალანსი. სად უფრო მეტია გოგონების ინტერესი, სად ბიჭების -  აღინიშნა შეხვედრის დროს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში  6-დან 18 წლამდე ბავშვები ირიცხება, მაგრამ აქტივობა  14-15 წლის ასაკის შემდეგ იკლებს, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორია ძირითადად  საგნობრივ წრეებში დადის, რადგან უმრავლესობა მათგანი აბიტურიენტია. სულ მოსწავლეთა სახლში 202 ბავშვი ირიცხება, აქედან 62 ბიჭია. ბიჭები ჩართულები არიან ყველა წრის საქმიანობაში.  აღსანიშნავია მათი დაინტერესება ქსოვის ერთ-ერთი სახეობის ,,მაკრამეს“ შესწავლით, ხოლო გოგონების - ხის მხატვრული დამუშავებით, ამ წრეში 12 ბავშვიდან 4 ბიჭი და 8 გოგოა. წლის განმავლობაში ღონისძიებებისა და  წრეობრივი სამუშაოებისთვის  ა(ა)იპ-ს 2 250 ლარი ჰქონდა განსაზღვრული ( წრეობრივი მუშაობისთვის მასალების შესაძენად). გასულ წელთან შედარებით მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მოსწავლეთა კონტიგენტი 40 ბავშვით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ,,სპორტისა და შიდა  ტურიზმის ცენტრს“, აქ 10 სახეობის 24 სპორტული სექცია დაბასთან ერთად ხარაგაულის 10 სოფელში ფუნქციონირებს. ისევე, როგორც მოისწავლე ახლაგაზრდობის სახლში აქაც ყველა სექცია უფასოა, სპორტულ სექციებში გაერთიანებული 376 ბავშვიდან 54 გოგონაა და 322 ვაჟი. გოგონები ჩართულები არიან სპორტის ისეთ სახეობებში როგორიცაა ძიუდო ( 110 ვაჟი - 4 გოგო), კალათბურთი ( 40 ვაჟი - 35 გოგო ), კარატე (21 ვაჟი - 8 გოგო ), მძლეოსნობა (12 ვაჟი - 5 გოგო), მაგიდის ჩოგბურთი (6 ვაჟი - 2 გოგო). სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე მიმდინარე წელს გაიხარჯა 13 800 ლარი ( მგზავრობა, ღამის თევა და კვება).

რაც შეხეება შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლას აქ მუსიკალურ განათლებას 69 გოგო და 11 ვაჟი იღებს. სკოლაში სწავლა ფასიანია და გადასახადი თვეში 10 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სამუსიკო სკოლის ბაზაზე უკევ მეორე წელია ფუნქცონირებს ვოკალურ - ინსტრუმენტალური ბენდი ,,გრავე“, რომელმაც მუსიკით დაინტერესებული ბიჭებისთვის მიღება უკვე გამოაცხადა.

ინგა ბერაძე ( მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში).

,,ძალიან საინტერესო ანალიზი გაკეთდა, ზოგადად ყურადღება მისაქცევია ის, რომ ერთია როგორი  ჩართულობა გვაქვს ამა თუ იმ წრეზე, ვაჟების და გოგონების მხრიდან, მაგრამ მეორეა, ვთავაზობთ თუ არა ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას მათ ინტერესებზე გათვლილ აქტივობებს. სპორტისა და ტურიზმის ცენტრში არ გვაქვს წრე, რომელიც უშუალოდ გოგონებისთვის იქნება განკუთვნილი, მაგალითად ტანვარჯიში ან ჩოგბურთი, მიზეზი არის ის, რომ არ გვყავს  შესაბამისი  სპეციალისტი, ჩოგბურთის შემთხვევაში - შესაფერისი ინფრასტრუქტურული გარემო. კარგი იქნება თუ ასეთი ანალიზის გაკეთების  შემდეგ ზუსტად გავთვლით ვის ვაწოდებთ სერვისს  და არის თუ არა მასში როგორც ბიჭების ისე გოგონების ინტერესები შესაბამისად დაკმაყოფილებული და ასევე, აქცენტს გავაკეთებთ ხარისხზე. გენდერული საბჭო შესაძლებლობების ფარგლებში, აქტიურად ითანამშრომლებს ა(ა)იპ-ებთან, როგორც  გამოწვევების დასაძლევად, ისე  გარკვეული სიახლეების და მიღწევების  პოპულარიზაციის მიზნით.“

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, შრომით სფეროში ქალთა უფლებების დაცვას. მოხდა კონკრეტული მაგალითების განხილვა და მასზე მსჯელობა. დაიგმო გენდერული თუ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ყველა სახის ფორმა.

მუხედვად იმისა, რომ შრომის კოდექსი, ეროვნული კანონები, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტები, მათ შორის კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ - კრძალავს დისკრიმინაციას, მაინც ხშირია ქალთა უფლებების დარღვევა შრომის ბაზარზე, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობებში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო მადლობას უხდის ა/ო ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრს“ და კულტურულ - ჰუმანიტარულ ფონდ ,,სოხუმს“ გაწეული საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.

ნანახია: 8502 - ჯერ