სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0370.JPG

შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, 19-20 დეკემბერს, ხარაგაულის სპორტ დარბაზში შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა. 
ტურნირში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. 
 ნახევარფინალური თამაშებში პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდა. ტურნირის გამარჯვებული ვარძიის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი დაბის #2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილზე ბორითის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
გამარჯვებული გუნდები სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, გრიგოლ ჭიპაშვილმა სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. პირველი ადგილის მფლობელ ვარძიის საჯარო სკოლას კი, სპეციალური თასი, შოთიკო ჭიპაშვილის მამამ, ბესო ჭიპაშვილმა გადასცა. 
ტურნირის მიმდინარეობას ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების მშობლები, ახლობლები, მეგობრები და თანაკლასელები დაესწრნენ.

 
ნანახია: 6083 - ჯერ