14 თებერვალს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) ხარაგაულის კინოთეატრში ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერა - „მე თქვენ მიყვარხართ" გამართა.
იზა ვეფხვაძემ სპექტაკლის განმავლობაში ქართველი და უცხოელი მწერლების სასიყვარულო ხასიათის ლექსები წაიკითხა.
სპექტაკლს ხარაგაულელ მაყურებელთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.