სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_2.jpg

4 მარტს  ხარაგაულის საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოისმენს   

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 4 მარტს გაიმართება, სადაც დეპუტატები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის   ბიუჯეტის შესრულების  ანგარიშს მოისმენენ.   საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს.                                                                        

მეორე საკითხი, რომელსაც ასევე, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე იქნება განხილული.

ნანახია: 6306 - ჯერ