სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjncgvbn.JPG

ნიკოლოზ თოფურიძე: ხარაგაულში საბალეტო წრე სექტემბრიდან გაიხსნება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე თბილისის სპორტულ-ქორეოგრაფიული ცენტრის „Dynamik-დინამიკა“-ს ბალეტმაისტერს, ინგა თოფლიშვილს შეხვდა, რომელიც ხარაგაულში მერის სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა.

„ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როდესაც ხარაგაულში თანამდებობაზე მოვედი სულ მინდოდა საბალეტო წრე ყოფილიყო, ვფიქრობ, პლასტიკა ბავშვებისთვის აუცილებელია და ხარაგაულელებს ძალიან გაეხარდებათ საბალეტო სტუდიის გახსნა, მითუმეტეს, რომ ამის მოთხოვნა ნამდვილად არის!

ქალბატონი ინგა კვირაში ორი დღე ჩაატარებს მეცადინეობებს და სტუდია ხარაგაულის კულტურის ცენტრთან იარსებებს. ზაფხულზე ჩვენ მოვაწესრიგებთ დარბაზს და შესაბამის ინფრასტრუქტურას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წლიდან, ანუ სექტემბრიდან, ხარაგაულში საბალეტო წრემ ფუნქციონირება დაიწყოს“- აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსი და ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ პლასტიკა და საბალეტო ცეკვის ხელოვნება მსახიობებისთვისაც აუცილებელია და ქალბატონი ინგას გაკვეთილები თეატრსაც მნიშვნელოვნად გამოადგება.

როგორც ბალეტმაისტერი ინგა თოფლიშვილი აღნიშნავს,  სტუდიაში 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებიან.

ნანახია: 2617 - ჯერ