დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დაიწყო.
12 მარტს ხარაგაულის სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩებმა.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის „ჩხერიმელა“ და ხაშურის „ივერია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხარაგაულელთა უპირტესობით წარიმართა და ანგარიშით 4:1 დასრულდა.
დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი, ხარაგაულის სტადიონზე 20 მარტს გაიმართა, სადაც ზესტაფონის „მარგვეთი“ „ჩხერიმელამ“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ხარაგაულის „ჩხერიმელა“ მომდევნო გასვლით თამაშს ბორჯომში, 24 მარტს ბორჯომის „ტორისთან“ გამართავს.