სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0010.JPG

ბიურომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასამტკიცებელი პროექტები განიხილა

28 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის, დასახლებების მიხედვით განაწილებასა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია.

როგორც სხდომაზე არჩილ მაღრაძემ აღნიშნა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის და მ პროგრამის ფარგლებში ბევრი კარგი პროექტი გაკეთდება.   

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საერთო ჯამში 860 000 ლარი გამოეყო.  78 სოფელში  მოსახლეობის გადაწყვეტილებით 192 პროექტი გაკეთდება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.“

გთავაზობთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შერჩეული პროექტების ჩამონათვალს.

აღნიშნულ საკითხს ხარაგაულის საკრებულო 1 აპრილის მორიგ სხდომაზე უყრის კენჭს.

ნანახია: 5801 - ჯერ