სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjk%2Chvbmnvbn.jpg

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე ხარაგაულში

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.
ხარაგაულში აუტისტური სპექტრის მატარებელი სოსო კვირიკაშვილი სოფელ ღარიხევში ცხოვრობს.
სოსო 9 წლისაა, კვირაში 3 დღე სკოლაში, ხოლო ორი დღე დღის ცენტრ „ორიონში“ დადის. 

სოსოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, არჩილ მაღრაძე და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე ესტუმრენ და საჩუქრად ილუსტრირებული წიგნი გადასცეს.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.

ნანახია: 5357 - ჯერ