15 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს შორის ხარაგაულში სალოტბარო სკოლის ჩამოსაყალიბებლად მემორანდუმის გასაფორმებლად თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს. საკითხი ბიუროს წევრებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარუდგინა.
მემორანდუმის თანახმად, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ არსებული ხალხური შემოქმედების სახლის ბაზაზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ჩამოაყალიბებს სალოტბარო სკოლას. ის სახელფასო ანაზღაურება რაც ხალხური შემოქმედების სახლში დასაქმებულ თანამშრომლებს აქვთ გრანტის სახით გადაეცემა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს.
როგორც ირინე ჩხეიძემ დეპუტატებს განუცხადა, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს სალოტბარო სკოლა, სხვადასხვა ფორმით, გახსნილი აქვს 23 მუნიციპალიტეტში და ისინი წარმატებით ფუნქციონირებენ. თუკი ხარაგაულშიც გაიხსნება სალოტბარო სკოლა ეს კარგი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მათი წარმატებისთვის.
ბიუროს წევრებმა კითხვები დასვეს მემორანდუმის იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. მათი მოსაზრებით, მემორანდუმში ნათლად არაა გაწერილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ შესასრულებელი პირობები. აქედან გამომდინარე, ბიუროს გადაწყვეტილებით, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისები ერთობლივად იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე. კომისიების სხდომაზე მოწვეული იქნება, ასევე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები:
მომხს: დავით კიკნაძე
მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი
მომხს: მალხაზ ფხალაძე
მომხს: გივი თხელიძე
მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების
შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
საკითხებში ტერმინოლოგიური ცვლილება, გამგეობა შეიცვალა მერიით, ხოლო გამგებელი - მერით.
აღნიშნულ საკითხებს საკრებულო 6 მაისის მორიგ სხდომაზე უყრის კენჭს.