5 ივნისს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში მოსწავლე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 27-მა მოსწავლემ. გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ ნახევარფინალური შეჯიბრის შემდეგ, რომლებსაც გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
გოგონათა შორის გამარჯვებულები გახდნენ: თამუნა გიორგაძე (ბორის სკოლა პანსიონი), ნინი ბაკურაძე (საღანძილის სკოლა), მარიამ თაბაგარი (ბაზალეთი საჯარო სკოლა).
მონაწილე ვაჟებს შორის საპრიზო ადგილი დაიმსახურა: გიორგი ლურსმანაშვილმა (მესამე საჯარო სკოლა), ვაჟა მაღრაძემ (მესამე საჯარო სკოლა) და მურად ოკრიბელაშვილმა (ვარძია საჯარო სკოლა).
ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა ა(ა)იპ "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ინიციატივითა და ორგანიზებით.