ორსაოთხუპაშაკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0711.JPG

ხარაგაულის საკათედრო ტაძარში პირველი წირვა აღევლინა

დღეს ხარაგაულის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა.

მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის ახლადაშენებულ საკათედრო ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ჩატარდა.

პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა(ხაჩიძე) აღავლინა.

ხარაგაულში პირველი საკათედრო ტაძრის მშენებლობა( ფონდის დირექტორი ცეზარ ბუბულაშვილი) ათწლეულია მიმდინარეობს.

ხარაგაულის მერიის ხელშეწყობით და შემოწირულობებით ტაძარი რამდენიმე თვის წინ დაიხურა და აღიმართა ჯვარი.

დღეის მდგომარეობით მოპირკეთებულია მხოლოდ პირველი სართული, სამუშაოები ჯერ ისევ გასაგრძელებელია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ პეტრე-პავლობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს ხარაგაულისთვის!

ნანახია: 6788 - ჯერ