ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2019 წლის 30 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ ინფორმციას მოისმენენ, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს.
ბიუროს წევრები ასევე განიხილავენ ორ საკითხს :
1. ა(ა)იპსოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N 15-ში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხსენებელი იქნება მერიის ეკონომიკისა ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე.
2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 1 ივლისის, N18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე: საკითხს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე წარადგენს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნულ საკითხებს 5 აგვისტოს მორიგ სხდომაზე განიხილავს.