ხარაგაულში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიზანში სროლის ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირი კულტურისა და დასვენების პარკში, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მოყვარულებს შორის ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულებმა მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ტირში მონაწლეობდნენ როგორც მამაკაცები., ასევე ქალები.
შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი მამაკაცთა შორის დავით კვირიკაშვილმა, ქალთა შორის კი, თეა ცანავამ დაიკავა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.