სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0289_1.JPG

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსაუხურის საქმიანობა დადებითად ერთმა დეპუტატმა შეაფასა

7 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.

ცვლილება შეიტანეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში, სადაც მომხსენებლის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით, დაემატება პუნქტი, რომელიც მუნიციპალიტეტში სამი და მეტი ტყუპისთვის ფულადი დახმარების სახით, 1 500 ლარის გაცემას გულისხმობს. დეპუტატებმა ინიციატივა მოიწონეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.                                                                                                   

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ღარიხევიდან  ბრუისის უბნის გამოყოფისა და მისთვის ამავე სახელწოდებით  სოფლის კატეგორიის მინიჭების შესახებ. როგორც მომხსენებელმა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა განმარტა, თუ საკრებულო აღნიშნულ წინადადებას მოიწონებს, იგი მხოლოდ ამის შემდეგ გაეგზავნება სამთავრობო კომისიას განსახილველად. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბრუისისთვის სოფლის სტატუსის მინიჭებას.

ოთხი საკითხი წარმოადგინა სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსაურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ, მათ შორის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4 251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hunan Road and Brigde Consrtaqcion LTD”- სათვის , პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით ( იჯარის ფორმით), სამი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე, საკითხები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის, #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის, #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

მეოთხე საკითხი, რომელიც სამსახურის უფროსმა წარმოადგინა, მერიის შენობის პირველ სართულზე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის საკონსულტაციო ცენტრის მოსაწყობად,  სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფრუქტი), ათი წლის ვადით, 15,12 კვ.მ ფართის გადასაცემად მერისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობდა.

ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილ საკითხებს საკრებულომ მხარი დაუჭირა.

სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი, რომელიც დეპუტატებს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა გააცნო.

საკრებულოს წევრებმა ბოლო საკითხად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის   მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს  აღნიშნული სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ გააცნო.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა შესაბამისი კომისიის დასკვნა და აღნიშნა, რომ კომისია უარყოფითად აფასებს სამსახურის საქმიანობას.

კომისიის წევრებმა ძირითად მიზეზად პროექტების შეუსრულებლობა, მშენებელ კომპანიებზე გაცემული ავანსები და საკრებულოსთან არაკოორდინირებული მუშაობა დაასახელეს.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკრებლოს უმრავლესობამ სხდომა გამართა.  სხდომათა დარბაზში დაბრუნებულმა დეპუტატებმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს.  კენჭისყრაში სულ 26 დეპუტატი მონაწილეობდა. დადებითი შეფასება აღნიშნულ სამსახურს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ფრაქცია „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ,  ინგა მაღრაძემ მისცა.

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს დეპუტატებმა ქეთევან ზუმბაძემ, პავლე კიკალიშვილმა, რუსუდან გიორგაძემ, ვალოდა კელენჯერიძემ და ნიკოლოზ მაღრაძემ.                                                                                     

 

ნანახია: 5492 - ჯერ