სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

საკითხები, რომელსაც საკრებულო 9 მარტს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტს რიგარეშე სხდომას იწვევს. დეპუტატები 5 საკითხზე იმსჯელებენ. 

სხდომის დღის წესრიგი 

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“ (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხს: ჯაბა ბერაძე


2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ;

მომხს: ჯაბა ბერაძე


3 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ;

მომხს: ჯაბა ბერაძე


4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 02 დეკემბრის N 50/62 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს  დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხს: პეტრე შარიქაძე

5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 17 ოქტომბერს შექმნილი „დროებითი სამუშაო ჯგუფისათვის“ ერთი თვით ვადის გაგრძელების შესახებ;
მომხს: მალხაზ ფხალაძე.

ნანახია: 5079 - ჯერ