წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/lsdjlfgsjfjsdflsdf98s4dg69sdfosdfjoksldfsdfsdf.jpg

ბიუროზე ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიშზე იმსჯელეს

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ხარაგაულში, რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები და მომავალში ომელი პროექტების  დაფინანსებაა მნიშვნელოვანი, აღნიშნული საკითხების ირგვლივ იმსჯელეს დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ხარაგაულში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. კერძოდ, განათლების, კულტურის და ახალგზარდულ საქმეთა  კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ საღანძილის ადმინისტარციულ ერთეულში, სოფელ ზარანში,  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, რაც  მშენებელმა კომპანიამ უნდა გამოასწოროს.

როგორც მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა,  სამშენებლო კომპანიას ზარანში გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები 2019 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანიამ აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო, რის გამოც 70 ათასი  ლარით დაჯარიმდა.

სხდომაზე ინგა მაღრაძემ, ლეღვანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდისა და დიდვაკეში მრავლასართულიანი ბინების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კითხვები დასვა.

ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, დიდვაკის ბინების რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო რაც შეეხება ლეღვნის ხიდს-კერძო საკუთრებაა და ამიტომ სტიქიის ფონდიდან გამოყოფილი თანხები სხვა პროექტებზე გადანაწილდა: „ვიცით, რომ ლეღვნის ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები ესაჭიროება, ჩვენს ინტერესებშიც შედის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს აღნიშნული პრობლემა. მოვახდინეთ სათანადო უწყებების ინფორმირება, მათ შორის-მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის, რომელიც აქტიურობს პროექტის დაფინანსების საკითხზე.“

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, პავლე კიკალიშვილმა აღნიშნა, რომ ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, დევის ხვრელის უბანში ცენტრალური გზა დაზიანებულია და აუცილებელია რეაბილიტაცია, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გივი თხელიძემ პატარა ხარაგაულში მრავალსართულიანი ბინის ეზოს მოწესრიგებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

სხდომაზე ასევე განხილული იყო საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შესატანი ცვლილებები, რომელიც ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ წარადგინა.

მაია ალავიძის განცხადებით საპრივატიზაციო ნუსხას დაემატა სოფელ ზვარეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 432 კვმ. მიწის ნაკვეთი( ღირებულება-1900 ლარი) და მერიის ბალანსზე არსებული ავტობუსი(2100 ლარი).

ასევე ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმაში შეფასებულ ავტომანქანებზე-მერსედესის მარკის ავტომობილი-4800 ლარის ნაცვლად განისაზღვრა-2800 ლარით. ხოლო მიცუბიშის მარკის ავტომობილი-7000 ლარის ნაცვლად 5200 ლარით.

ბიუროზე, დღის წესრიგით წარდგენილ საკითხებზე ,  შესაბამისი დარგის კომისიები იმუშავებენ.

 

 

 

ნანახია: 1801 - ჯერ