წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/IMG_0181.JPG

ხარაგაულს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებითი თანხები გამოეყო

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილება წარუდგინა.

ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით (17, 23 აგვისტო) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის  დამატებით გამოიყო  752 777 ლარი.

დამატებით გამოყოფილი თანხით ფინანსდება შემდეგი 4 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება: 1. ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ხემაღალში (მეორე ეტაპი) გზის რეაბილიტაცია (121 121 ლარი); 2. მანჯავიძეების და ცისკაძეების, მაჭავარიანების საუბნო გზების რეაბილიტაცია (265 511 ლარი); 3.  ლაშის იგორეთის გზის რეაბილიტაცია (226 460 ლარი); 4. ლეღვან-მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (139 685 ლარი).

ჩამოთვლილ პროექტებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება  5%-ს შეადგენს.

დეპუტატთა უმრავლესობამ დამატებით გამოყოფილი თანხით აღნიშნული პროექტების დაფინანსება გააპროტესტა. მათი აზრით, პრიორიტეტების შერჩევა ხდება პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ ამიტომ, ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტიდან სამი ფინანსდება ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ერთი ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემური თაბუკაშვილის განმარტებით, პროექტები იყო მზად და ზემოაღნიშნულ სოფლებში გზების რეაბილიტაციას ამიტომ მიენიჭა პრიორიტეტი.  

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, გამომდინარე იქიდან, რომ გამოყოფილი თანხის ბიუჯეტში ასახვა უნდა მომხდარიყო, მათ აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.

ნანახია: 6431 - ჯერ