წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0546.JPG

15 პროექტი ხარაგაულში, რომელიც 3 670 000 ლარით დაფინანსდა

 18 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შედეგად განხორციელდა.

საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. 

ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისთვის   3 670 000 ლარი გამოეყო. 

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ასევე განმარტა, რომ საჭიროა გასული წლის ნაშთის-3 962 966  ლარის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებში მიმართვა.

ზემოთ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები გაიზარდა 3 670 000  ლარით და განისაზღვრა 11 395 800 ლარით, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელები გაიზარდა 7 632 966 ლარით და განისაზღვრა  15 358 766    ლარით.

საკითხის განხილვისას საკრებულოს წევრებმა: ინგა მაღრაძემ, დავით კიკნაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და გია თავზარაშვილმა შენიშვნები გამოთქვეს. მათი განცხადებით რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 3 670 000 ლარი არ ითვალისწინებს იმ პროექტების სრულად განხორციელებას, რომელიც საკრებულომ მოიწონა.  დეპუტატები, აღნიშნავენ, რომ მერია თავისი შეხედულებით წყვეტს, რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს და არ ითვალისწინებს არც საკრებულოს და არც ხალხის ინტერესებს.

მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, რომელიც საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა, დეპუტატების ბრალდებას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელება ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ხდება და ყველა მათგანი ხარაგაულის მოსხლეობისთვის კეთდება. მაღრაძის განცხადებით, მერიამ იმ ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკრებულოს მიერ მოწონებული 41 პროექტიდან გადააგზავნა - 20, რომლებიც უკვე  დაპროექტებული და ექსპერტიზა  გავლილი იყო.  20 პროექტიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი, მხოლოდ 15 მათგანის განხორციელებისთვის გამოყო 3 670 000 ლარი. როგორც მერის პირველი მოადგილე განმარტავს, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს ახალი პროექტების შეძენა და დაფინანსების მეორე ეტაპზე  მოხდება დანარჩენი მოწონებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც.  

იხ. პროექტების ჩამონათვალი 

 

 

ნანახია: 7117 - ჯერ