წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0056.JPG

ბიურომ მერიის ორი სამსახურის ანგარიში მოისმინა

18 მარტს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში განიხილეს. საკითხი ბიუროს წევრებს სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარუდგინა.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმის ფორმატში წარიმართა.

დეპუტატ, ქეთევან ზუმბაძის განმარტებით ხარაგაულში არ არის ადგილი, სადაც  ახალგაზრდები სპორტულ ღონისძიებას გამართავენ, ვინაიდან სტადიონი, რომელიც მსგავსი ღონისძიებებისთვის იყო განსაზღვრული დაზიანებულია და აღდგენას საჭიროებს. დეპუტატი ყოფილი სპორტული მოედნის  ღია ბადეებით დაინტერესდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ახსნენს და  საბავშვო ბაღების შემოსაღობად გამოიყენეს.

ჯაბა ბერაძის განმარტებით, არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია რა რაოდენობის მავთულის ბადეები დასაწყობდა, ან ვისი ბრძანებით გადაეცა ის საბავშვო ბაღებს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, აღნიშნავს, რომ ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურმა ამ დრომდე ვერ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია და ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ქონების ინვენტარიზაცია. მისივე განცხადებით სამსახურმა ასევე, საკრებულოს დღემდე ვერ წარუდგინა მუნიციპალიტეტის განვითარების ეკონომიკური გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტის შემოსავალების ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული.  

 ქონების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ხარაგაულის მერის ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციის პროცესი დაწყებულია, მხოლოდ, პირველ რიგში, ეს პროცესი ხარაგაულის ა(ა)იპ-ებში მიმდინარეობს. ჯაბა ბერაძე აღნიშნავს, რომ ამისთვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად ახდენს ქონების აღწერას და დანიშვნას.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმას ჯაბა ბერაძემ ხაზგასმით განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი 2019 წლის დასაწყისიდან ჩაერთო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში "მერები ეკონომიკური ზრდისთვის", რომლის ფარგლებშიც უნდა შემუშავდეს ეკონომიკური განვითარების გეგმა.  ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურმა გარკვეული მონახაზი უკვე შეიმუშავა და, ვფიქრობთ სექტემბრის თვეში წარვუდგენთ საკრებულოს დასამტკიცებლად.

სხდომაზე ბიუროს წევრებმა მეორე საკითხად განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა, დავით დევდარიანმა წარადგინა.

დავით დევდარიანის ინფორმაციით 2018 წელს სახელმწიფო გეგმა-დავალებით  ხარაგაულიდან განსაზღვრული იყო 45 წვევამდელის ჩარიცხვა საქართველოს შეირაღებული ძალების სამხედრო დანაყოფებში, სადაც ხარაგაულიდან 52 წვევამდელი ჩაირიცხა.

სხდომაზე ასევე განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა.

ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს კომისიები განიხილავენ და 1 აპრილს საკრებულოს მორიგ სხდომაზე წარადგენენ დასამტკიცებლად.

 

ნანახია: 4990 - ჯერ