წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

საკრებულოს ბიურო 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს, რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე ერთი საკითხი იქნება განხილული, კერძოდ ბიუროს წევრები ა(ა).ი.პ. „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე დროებით სარგებლობაში გადმოცემული ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გედსამანიაში, ხუნევის საჯარო სკოლის შენობის პირველ სართულზე მდებარე 117,0 კვმ. ფართის (ს.კ. 36. 08. 38. 321) „სასკოლო მზაობის ჯგუფის“ ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, მუნიციპალიტეტისთვის სარგებლობის უფლების განსაზღვრული ვადით გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელებენ.

საკითხს ბიუროს ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ნანული კვინიკაძე წარუდგენს.  

საკრებულო გედსამანიაში სასკოლო მზაობის ჯგუფის ფუნქციონირებისთვის ფართის გადაცემის თაობაზე, 2 სექტემბრის მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.

ნანახია: 5511 - ჯერ