ჯანდაცვა და სოციალური
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1248.JPG

ხარაგაულში უფასო სკრინინგ აქციით 60 ბენეფიციარი გამოიკვლიეს

ხარაგაულის მერიის ორგანიზებით ხარაგაულში სარძევე ჯირკვლის უფასო სკრინინგი ჩატარდა, რომელშიც 40 -დან 70 წლამდე ქალბატონები ჩაერთვნენ.

აქცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, სადაც ხარაგაულელ ქალბატონებს ექოსკოპიური გამოკვლევა შპს „ჰერას“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური კლინიკის საშუალებით მამოგრაფმა, ლიკა ხაბურზანიამ ჩაუტარა.

ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით კვლევაში ხარაგაულის მასშტაბით 60 ქალბატონი ჩაერთო. მათ ექოსკოპიის პასუხები 10 დღეში ეცნობებათ.

ნანა კიკნაძე: „ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენა, მნიშვნელოვანია სწორ მკურნალობასა და დაავადების დამარცხებაში. დღევანდელი სკრინინგიც სწორედ ამ მიზნით განხორციელდა, რათა გავუფრთხილდეთ თანამოქალაქეების ჯანმრთელობას.“

 

ნანახია: 2515 - ჯერ