ჯანდაცვა და სოციალური
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0430.JPG

ხარაგაულში ხუთი მზის შვილი ცხოვრობს

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი დღეს მზის შვილებიდან  ერთ-ერთს,  ოჯახში ესტუმრა, დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მატარებელი 5 ადამიანი ცხოვრობს. ხარაგაულის მერიის სახელით, დღეს თითოეული მათგანი მილოცვას და საჩუქარს მიიღებს.

სოფელ ლაშეში მცხოვრებ ნათია ნიქაცაძეს ხარაგაულის მერი,  თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, სოციალურ მუშაკთან ნათია ბერაძესთან და მერის წარმომადგენელთან კახა კვინიკაძესთან ერთად ესტუმრა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო ასოციაციის წლევანდელი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს

,,წლევანდელი გზავნილი ,  თავის თავში მოიაზრებს ვიფიქროთ იმ ჩართულობის ფორმებზე, რომელიც ამ ადამიანებს საზოგადოებასთან უფრო დააახლოებს. ეს ბავშვები უდიდესი სიყვარულის მატარებელი ადამიანები არიან და ჩვენც ყურადღება და სითბო სხვადასხვა ფორმით უნდა შევთავაზოთ მათ. მზად ვარ, თანამონაწილე ვიყოთ ყველა იმ  ღონისძიების თუ პროგრამის, რაც მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდას განაპირობებს. “ - განაცხადა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა.

მერიის სოციალური სამსახური უფროსის ნანა კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე პირები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად ფინანსურ დამხარებას მიიღებენ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოველ 21 მარტს აღინიშნება. მისი მიზანი, ამ სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და აქტიურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფაა.

ნანახია: 1452 - ჯერ