ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის განხორციელება დაიწყო, საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა საშუალებით.
2022 წლიდან ხარაგაულის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. პროგრამის მიზანია, გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 150 000 ლარით განისაზღვრება. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წლისთვის შესაძლებელია მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს.
საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება.
საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი 31 ივლისს დასრულდა და 1 აგვისტოდან საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყო.
„დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელების ეტაპები:
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - 1 აგვისტოდან - 31 აგვისტომდე
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა - 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე
კენჭისყრის ეტაპი - 16 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე
გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალიწინების მიზნით - 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე.
20 სექტემბერს ჩანიშნულია ღია კარის დღე, საკონსულტაციო შეხვედრა ხარაგაულის მერიაში გაიმართება.
მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა
განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის
უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას.
მათ შორის:
ინფრასტრუქტურული;
ახალგაზრდული;
საგანმანათლებლო;
კულტურული;
სოციალური;
სპორტული;
მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში;
გ) საპროექტო წინადადების გასანხორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილ მაქსიმუმს;
დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);
ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).
ამავე თემაზე იხილეთ: ხარაგაულის მერია მოქალაქეებს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას სთავაზობს