სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xc%20xc.JPG

ხარაგაულის მერმა, მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან ერთად ცენტრალურ პარკში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

დღეს, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე ხარაგაულში იმყოფებოდა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე:

„დავათვალიერეთ პროექტი, რომელიც ხარაგაულში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და შემსრულებელ კომპანიას, რომ ასეთი ლამაზი ადგილი აჩუქეს ხარაგაულს. პარკში არის ყველანაირი სივრცე დასვენებისთვის, კულტურული თუ სპორტული აქტივობისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ.მინდა ბევრი ასეთი საინტერესო პროექტი ვუსურვო ხარაგაულს.“

პაატა კვიჟინაძემ, ჩვენთან საუბარში, ასევე, აღნიშნა, რომ 2023 წელი ხარაგაულისთვის პროექტების სიმრავლით გამორჩეული იქნება.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა ამ ეტაპზე აქტიურად მიდის სამუშაოები, რათა 2020 წელს გამოცემულ განკარგულებაში შევიდეს ცვლილება და ხარაგაულს განსაზღვრულს მიღმა, კიდევ რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება დაემატოს.

თუ რომელ სოფლებში შევა დამატებით ბუნებრივი აირი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

ნანახია: 49 - ჯერ